Tuesday, June 3, 2014

პუბლიკაცია

პროექტის პრეზენტაცია

პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ირმა ლიპარტელიანი
რაიონი
ცაგერი
სკოლა
ბარდნალის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  დასახელება
       ლეჩხუმის   არქიტექტურული  ძეგლები  ციხე-სიმაგრეები


        თემის  მოკლე   შინაარსი


საქართველოს ყველა კუთხე გამოირჩევა თავისი ისტორიული წარსულით,ამ მხრივ ძალზე საინტერესოა  მისი ულამაზესი  მხარე ლეჩხუმი. ლეჩხუმი განსაკუართრებით მდიდარია არქიტექტურული  ძეგლებით ციხე-კოშკებით.პროექტის  მიზანია  ლეჩხუმის  ციხე-კოშკების  შესხებ  ინფორმაციის   მოპოვება  და  ფართო  საზოგადოებისათვის  გაცნობა.
       პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ლეჩხუმის წარსულის შესახებ,შეისწავლიან  არქიტექტურულ ძეგლებს, კერძოდ ,ციხე-კოშკებს.განსაღვრავენ ძეგლების ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას,არქიტექტურულ სტილს,მათ დანიშნულებას საამშენებლო მასალას,განსაზღვრავენ ქრონოლოგიას,გადაიღებენ ვიდეოს, დაამზადებენ ბუკლეტებს,განათავსებენ ინფორმაციას ბლოგზე,გამოსცემენ   კედლის გაზეთს,შექმნიან  ფოტოალბომს, იმუშავებენ  ჯგუფებში,  მოაწყობენ  პრეზენტაციას, ასევე  ლაშქრობას,  მოინახულებენ  ციხე-სიმაგრეებს,  შეაფასებენ  მათ  მდგომარეობას  დღევანდელ  ეტაპზე. 



საგანი
  ისტორია,გეოგრაფია,ხელოვნება,ისტი
, დონე/კლასი        მეცხრე   კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1თვე
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  1. აკავშირებს  ისტორიულ  მობლენებსა  და  ფაქტებს  შესაბამის  ისტორიულ  ეპოქებთან. 
  2.   ადგენს  ცხრილს  რომელშიც  სახელმძღვანელოში  არსებულ  თემებთან  დაკავშირებულ  მნიშვნელოვან ფაქტებსა  და  მოვლენებს,  ალაგებს  ქრონოლოგიური  თანმიმდევრობით  და  მიაკუთვნებს  მას  შესაბამის  ეპოქებს.
  3. მოსწავლეს  შეუძლია  მსჯელობა  ქართული  კულტურის  სხვადასხვა  დარგის  ჩამოყალიბებისა და  განვითარების  შესახებ.
  4. წერილობით  აღწერს  და   ახასიათებს  მის  დასახლებულ  პუნქტში  მდებარე   კულტურული  მემკვიდრეობის  ძეგლს.
  5.   შეუძლია  ისტორიული  კვლევის  დაგეგმვა  და   ჩატარება.
  6. საჭიროების  შემთხვევაში  მოიძიებს   და   იყენებს   ინფორმაცირიას  ვიზუალური, აუდიო, ვიდეო,  კინო  მასალისა  და  ინტერნეტ-რესურსის,  ასევე   ლიტერატურული  წყაროების  საშვალებით.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
  პროექტის  ფარგლებში  მოსწავლეები  შექმნიან  კედლის  გაზეთს, ფოტოალბომს,  ვიდეო  მასალას,  ბლოგს, რომელზედაც  განათავსებენ  ინფორმაციას, დაამზადებენ  საინფორმაციო  ბუკლეტებს.
       მოსწავლეებს   განუვითარდებათ  21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევები.
            პროექტის მეშვეობით  შესაძლებელი იქნება მთელი საქართველო გაეცნოს ლეჩხუმის მდიდარ წარსულს, გაუღვივებს მათ  ინტერესს რათა მოინახულონ და  დატკბენ   მისი სანახებით.მოსწავლეებს გაუღვივდებათ მშობლიური კუთხის სიყვარლი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ  გვესმის  პატრიოტიზმი?
რა  არის  თქვენთვის  ცნობილი  ლეჩხუმის  ისტორიული  წარსულის  შესახებ?


თემატური კითხვები
როგორი  სახის  არქიტექტურული  ძეგლები  არსებობს  ლეჩხუმში?
შინაარსობრივი კითხვები
როგორ ადგილმდებარეობას  არჩევდნენ  ციხე-სიმაგრეების  ასაშენებლად?



რა  დანიშნულება  ჰქონდა  ციხე-სიმაგრეებს?  
რა   მასალას   იყენებდნენ  საამშენებლოდ?
როგორ  მყარდებოდა  კომუნიკაცია  ციხე-სიმაგრეებს  შორის?
რომელი  ძეგლია  დანგრეული?
რომელი  ძეგლი  საჭიროებს   აღდგენა-რესტავრაციას?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ










კვლევა
ვიცი-მინდა-ვიცი


ჩანაწერების  გაკეთება
რუბრიკა
საინფორმაციო  ფურცელი

თანამშრომლობა
კრიტიკული  აზროვნება
ანალიზი
რუბრიკები
პრეზენტაციები
.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
გამოვიყენებ    კითხვების   დასმას,  რაც  მთელი   პროექტის  განმავლობაში   მოხდება. ხელს  შეუწყობს  კრიტიკული  აზროვნების   განვითარებას  და  ანალიზის   უნარს. შექმნიან  ცხრილებს ,  რომლის    მეშვეობით   განსაზღვრავენ  ქრონოლოგიას.
  პროექტისა  და   პრეზენტაციის    შესაფსებლად   მოსწავლეებს  დავურიგებ   რუბრიკებს.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
კომპიუტერთან  მუშაობის  უნარ-ჩვევები,  პროგრამა  ვორდის  მოხმარების  საბაზისო   უნარ-ჩვევები.
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეებს  ვუსმევ   ზოგად   კითხვებს    რა   არის  პატრიოტიზმი?  რა   არის   თქვენთვის    ცნობილი   ლეჩხუმის    ისტორიული    წარსულის  შესახებ?   ვესაუბრები   პროექტის   შესახებ.   ვაყალიბებ   სამუშაო   ჯგუფებს,  ვანაწილებ   სამუშაოს   ჯგუფებს   შორის

    პირველი  ჯგუფი

    მოსწავლეები   გაეცნობიან   ლეჩხუმის   ისტორიულ-გეოგრაფიულ   მდებარეობას.
    მოიძიებენ   ზეპირ  და   წერილობით  წყაროებს.

    გაეცნობიან   უძველეს  თავდაცვით  ციხეებს :   მურის,   გვესოს,  ორბელის,  ზუბის,  უწვაშის,  დეხვირის  ციხეებს.

მეორე  ჯგუფი
     ჩაატარებენ    კვლევას,   აიღებენ   ინტერვიუს    უხუცესებისგან,  მოაწყობენ   ლაშქრობას,გადაიღებენ  ფოტო-სურათებს,ვიდეოს,დაამზადებენ  ბუკლეტებს,

           თითოეული     ჯგუფი    წარმოადგენს   პრეზენტაციას.









დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლეებს  
  მათი  შესაძლებლობის  შესაბამისად  მოვახდენ  დავალებების  განაწილებას, დავავალებ  მარტივ  დავალებას  მაგალითად ფოტო-სურათის გადაღებას.
  მივცემ  დამატებით  დროს დავალების   შესასრულებლად.
მარტივ  დავალებებს,  დამატებით კითხვებს,განმარტებებს.





მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
დავაკისრებ  ლიდერის  ფუნქციას
მივცემ  რთული სახის  დავალებებს
.მოიძიოს დამატებითი  ინფორმაცია  სხვა  კუთხის  ციხე- სიმაგრეებზე  გაავლოს  პარალელები
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 
 ვიდეოკამერა
.
      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
რუკები,  ფოტო, ვიდეო  მასალა,კომპიუტერი,
პრორექტორი, სხვადასხვა   ლიტერატურა,წყაროები.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები

საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.